ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქმრის, ირაკლი ალასანიას და შვილიშვილის, თინუსას ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბაბუა და შვილიშვილი თამაშობენ.
,,ეს ვიდეო უნდა დავდო-თქო, ალასას ვეუბნები და კაი რა, რა არის ეს ვიდეოების გამოდებაო, ვიდეოს თუ დებ, შემეცნებითი უნდა იყოს და აზრი უნდა ჰქონდესო. აი, ისეთი უნდა იყოს, მაგალითად, ბაბუა რომ შვილიშვილს ეკითხება, როგორაა ინგლისურად პრო…ი. და ის რომ პასუხობს, the ფროუჩ, აი, ეგაა ვიდეოო.
განა მის აზრს პატივს არ ვცემ, მაგრამ აშკარად ზრდილობისთვის ვკითხე, რადგან თვითონაა ამ ვიდეოში, თორემ ინგლისურის გაკვეთილები კი კარგია, მაგრამ მე ჩემი თინუსას ,,ადე-ადე” მირჩევნია, თანაც ეს დათუნა ცოცხალი ჰგონია და ყველაფრის მონაწილეს ხდის, თუ მასთან ერთად ვერ მოქმედებს, მაშინ ,,დათუ” ეძახის, მიყურეო”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

