გიორგი ნიკოლაიშვილი თეა ოთარაშვილზე – “მისი გადარჩენის შანსი მხოლოდ 3% იყო. სხეული პარალიზებული ჰქონდა, მხოლოდ ტვინი ახერხებდა მუშაობას”

გიორგი ნიკოლაიშვილი თეა ოთარაშვილზე - "მისი გადარჩენის შანსი მხოლოდ 3% იყო. სხეული პარალიზებული ჰქონდა, მხოლოდ ტვინი ახერხებდა მუშაობას"გიორგი ნიკოლაიშვილმა ერთი საათის წინ ფეისბუქში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

“ეს ჩემი მეგობარი თეა ოთარაშვილია. რამდენიმე დღის წინ ჯგუფში ამაყად გავავრცელე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეა მუშაობს Coach_ში და Selena Gomes_ის კაბაზე იმუშავა. წამოვიდა აგრესიული კომენტარები, რადგან თეას წარმატება ქართულმა პრესამ გააშუქა. მანამდე, სანამ ამ ყველაფერზე მოგახსენებთ ჩემ აზრს გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ თეამ დაამარცხა უმძიმესი მეალიტის დავაადება (იგივე დამბლა), მისი გადარჩენის შანსი მხოლოდ 3% იყო. 1 თვის მანძილზე სხეული პარალიზებული ჰქონდა, მხოლოდ ტვინი ახერხებდა მუშაობას. რეაბილიტაციას 1 წელი დასჭირდა. მას დღემდე უჭირს სიარული და აი ამ მებრძოლმა და მაგარმა გოგომ მოახერხა ის, რომ ასეთი ჯანმრთელობით ჩამოვიდა ამერიკაში, დაიწყო მუშაობა პროფესიით (რაც იშვიათია), ისწავლა ინგლისური ენა, დაიბადა მეორედ, დაიწყო ახალი ცხოვრება და ამ დროს ზოგიერთებს ღამე არ ეძინათ იმის გარკვევით, თეა დიზაინერია თუ მკერავი? მხოლოდ უთო რომ დაგაჭერინონ ხელში Coach_ის დონის კომპანიაში იცით რამდენი შრომაა საჭირო? ჩვენი ჯგუფის წევრების რამდენი პროცენტი მუშაობს თავისი პროცენტი მუშაობს ემიგრაციაში?
მხოლოდ ერთს ვუსურვებ საკუთარ თავს და ყველა ემიგრანტს: ვისწავლოთ სხვისი ბედნიერებით გახარება, რადგან ბოღმა ახენს ნაოჭებს და იწვევს ადრეულ სიბერეს! Tea Otarashvili”