ბაია პატარაია ინგა გრიგოლიას: ..ეს არც ერთმა ქალმა არ უნდა მოითმინოს!”

ბაია პატარაია ინგა გრიგოლიას: ..ეს არც ერთმა ქალმა არ უნდა მოითმინოს!"ტელეწამყვანმა ინგა გრიგლიამ ფეისბუქში დაწერა, რომ მას რამდენიმე წელია უცნობი მამაკაცი ემუქრება. ამის შესახებ პოლიციასაც შეატყობინა, მაგრამ მუქარები გრძელდება. უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ ტელეწამყვანს დახმარება შესთავაზა.

,,ინგა, ეს არის კლასიკური ადევნება, რაც უკვე ერთი წელია სსკ დანაშაულად ითვლება. თუ სურვილი გექნება, ჩვენი ადვოკატი მოგემსახურება. რასაც შენ ყვები, დანაშაულია, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს.

ეს არც ერთმა ქალმა უნდა მოითმინოს! მოკლედ, გთავაზობთ კვალიფიციურ მომსახურებას”- დაწერა კომენტარებში ბაია პატარაიამ.