,,21-ე საუკუნის რუსთაველზე შუა საუკუნე მოაბიჯებს” – რუსა მუმლაძე

,,21-ე საუკუნის რუსთაველზე შუა საუკუნე მოაბიჯებს” - რუსა მუმლაძედღეს თბილისელები უჩვეულო სანახაობის თვითმხილველნი გახდნენ, შუა რუსთაველზე აბჯარასხმული მხედარი გამოჩნდა.

,,21-ე საუკუნის რუსთაველზე შუა საუკუნე მოაბიჯებს – ,,ვასაძისეული”. თუ ეს ,,ჭრელებმა” ჩაიდინეს, ,,საღოლ”, აქცია ჩაეთვალათ, ხოლო თუ შაოსნებმა – ელექტრომაგნიტური ქვემეხების ეპოქაში ესაა ოჯახის სიწმინდის თქვენეული დაცვა? ნეტა, სულ არ გაიბანძებდეთ თავს!

მერე რატომ გთვლიან უფრო საშიშად, ვიდრე იმათ, რომლებსაც ეყოთ გონიერება და დღეს აქცია არ ჩაატარეს მოტივით, უაზრო მტრობას ხელს არ შევუწყობთო და ამით დაგიმარცხეს ეს რაინდი და ჩამორჩენილი აზროვნება!”, – წერს ფეისბუქში რუსა მუმლაძე.