თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიაზე: ,,20 წლის წინ ვნახე პირველად, მომაშტერდა მოჭუტული თვალებით”

თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიაზე: ,,20 წლის წინ ვნახე პირველად, მომაშტერდა მოჭუტული თვალებით",,ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ქმარს, გიგა ბოკერიას, 20 აპრილს 46-ე დაბადების დღე საჯაროდ, სოციალური ქსელით მიულოცა.

,,My birthday boy – 1998 წლის მარტში ვნახე პირველად, მომაშტერდა მოჭუტული თვალებით – მე რიგითად ჩავთვალე და ჩემი საქმე გავაგრძელე. სულ რაღაც ორ თვეში, საქმეში ვნახე – კამათობდა. აი, მაშინ მომნუსხა. მას მერე ამის კამათის ყურებას არაფერი მირჩევნია.

20 წელია ვმეგობრობთ. ყველაზე ძლიერი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. იმ იშვიათთა შორისაა – ვისაც არასდროს მოვუტყუებივარ. არასოდეს დამიგეგმავს ან მიფიქრია, რომ ოჯახს შევქმნიდით.

მით უმეტეს, არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ოჯახი ამდენ ხანს გაძლებდა (ჩვენი ხასიათების გათვალისწინებით). მაგრამ კი გავიდა უკვე 12 წელი, რაც ერთად ვართ.ის ზუსტად ვიცი, რომ რაც უნდა მოხდეს – მაინც ჩემი მეგობარი იქნება”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.