ნინო კამბეგაშვილის ქართული რესტორანი ფრანკფურტში საუკეთესო რესტორნების ხუთეულში მოხვდა

ნინო კამბეგაშვილის ქართული რესტორანი ფრანკფურტში საუკეთესო რესტორნების ხუთეულში მოხვდამუსიკოსი ნინო კამბეგაშვილი ფეისბუქში წერს, რომ მისი რესტორანი, რომელიც ფრანკფურტში 2 თვის წინ გახსნა, საუკეთესო რესტორნების ხუთეულში მოხვდა.

,,როდესაც გადავწყვიტე ქართული რესტორნის გახსნა ფრანკფურტში, ძალიან მკაცრად ვაფასებდი ჩემს გადაწყვეტილებას, ვინაიდან, როგორც მუსიკოსი, ვფიქრობდი, ეს საქმე არ გამომივიდოდა.

დღეს დილით შემატყობინეს, რომ ჩემი ქართული რესტორანი, რომელიც მხოლოდ ორი თვეა, რაც არსებობს და ვუვლი ჩემი შვილივით, ფრანკფურტის სავარაუდოდ 2000-მდე, თუ მეტი არა მსოფლიოში ცნობილ იტალიურ, გერმანულ, ფრანგულ, იაპონიურ და ა.შ., რესტორნებს შორის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და მე-5 ადგილზე გავიდა.

ვარ ძალიან გახარებული და ამაყი, რომ ჩემს უმაგრეს გუნდთან ერთად მივაღწიეთ ამ უდიდესსა და ურთულეს ბაზარზე საქართველოს ასეთი წარმატებით წარდგენას. შემდომში კი ჩვენი მაზიანია, ვიყოთ პირველი ადგილის მფლობელი!

ხვალ კი ამ ფაქტს პერსონალურად მოგვილოცავს ფრანკფურტის ეკონომიკის განვითარების პრეზიდენტი, ბატონი ოლივერ შვებელი”.