ნიკა გვარამია შუშანა ფუტკარაძეზე: ,,ეს ქალი დამიტოვეთ გარეთ? თქვენ ამოწყდით” – ვიდეო

ნიკა გვარამია შუშანა ფუტკარაძეზე: ,,ეს ქალი დამიტოვეთ გარეთ? თქვენ ამოწყდით" - ვიდეოტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის პროექტ ,,მხოლოდ ქართულში” გორელი შუშანა ყაზარაშვილის გამოსვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზოგი ტელეკომპანიას აკრიტიკებს იმის გამო, რომ 47 წლის ქალი, რომელიც გორის ბაზარში სიმღერით ირჩენს თავს, შოუს გასაკეთებლად გამოიყენეს. არის დადებითი გამოხმაურებაც, ის უამრავმა ადამიანმა გაიცნო. როგორც ამბობენ, თავის დროზე სიმღერებსაც წერდა და ყველას თავის შეყვარებულს უძღვნიდა. მასთან დაშორება  კი ქალს უდიდესი სულიერი ტრავმა მიაყენა.

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე შუშანას ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს წყევლის.

“ეს ქალი დამიტოვეთ გარეთ? თქვენ ამოწყდით”, – მიმართა გვარამიამ ჟიურის წევრებს – მარინა ბერიძეს, გიორგი უშიკიშვილს და სოფო ნიჟარაძეს.