მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა თმა ნარინჯისფრად შეიღება

მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა თმა ნარინჯისფრად შეიღებასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ამსტერდამშია გადაღებული.  ფოტოზე ნიკოლოზს თმა ნარინჯისფერად აქვს შეღებილი.

,,დღეს ჰოლანდიის მეფის დაბადების დღეა – ეროვნული დღესასწაული. მთელი ამსტერდამი ნარინჯისფერში გამოეწყო – ეს მათი ეროვნული ფერია. ამსტერდამის არხები სავსეა ნავებით, რომლებშიც ნარინჯისფრად შემოსილი ჰოლანდიელები სხედან.

ამ ფაქტთან დაკავშირებით და მეფის პატივსაცემად ჩვენი ოჯახის მთავარმა ჰოლანდიელმა – ნიკუშამ, თმაც კი შეიღება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.