მიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილი ბორგავს, ის შეშინებულია”

მიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილი ბორგავს, ის შეშინებულია"ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,ივანიშვილი ბორგავს მის წინააღმდეგ საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული, იძულებული ხდება, გამოვიდეს ხეების ჩრდილის კომფორტიდან და პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს.

იმას კი ვერ ხვდება, რომ ის ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი. საქართველოში ხელისუფლებას წელსვე დაიბრუნებს ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უმოწყალოდ ძარცვავს თავისი ბანკების მეშვეობით. ჩვენ წელს დავასრულებთ ერთდროულად ივანიშვილის მმართველობას და ხალხის გაჭირვებას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.