მძარცველები ბანკიდან პენსიონერის მანქანით გაიქცნენ – ,,გამოდის, უკვე გარეთ გასვლის უნდა გვეშინოდეს”

მძარცველები ბანკიდან პენსიონერის მანქანით გაიქცნენ - ,,გამოდის, უკვე გარეთ გასვლის უნდა გვეშინოდეს"ოზურგეთის სოფელ ცხემლისხიდში შეიარარებულმა, ნიღბიანმა პირებმა ,,ლიბერთი ბანკის ” ,,ფეი ექსპრესი” გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან იქვე მდგომი მანქანით გაიქცნენ.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა რიგში მდგომი პენსიონერის იყო. შსს მანქანის გატაცების ფაქტს ადასტურებს.

თვითმხილველი “აიპრესთან” დეტალებზე საუბრობს:

-დილით დაახლოებით ათის ნახევარზე მოხდა დაყაჩაღება, მაშინ, როდესაც პენსიონერები კუთვნილ პენსიას იღებდნენ. ,,პლაშებში” და ნიღბებში გამოწყობილი პირები იარაღის მუქარით შევარდნენ და ფული გაიტაცეს. არავინ დშავებულა, მაგრამ სრული სერიოზულობით მინდა გითხრათ, შეიძლება ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს, რომ დაშავებაზე უარესი აღმოჩნდეს.

ხალხი შეშინებული და გაოგნებული იყო. იქ ყველა ასაკოვანი ხალხი იყო, ვინმეს რამე რომ მოსვლოდა, ეს უკვე სხვა თემაა, როგორ გადაიტანდნენ ამას. საოცრებები ხდება, გამოდის, უკვე გარეთ გასვლის უნდა გვეშინოდეს, – განაცხადა ცხემლისხიდის მკვიდრმა მზია წერეთელმა.

„აიპრესი“