„ასეულობით ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართება პროგრესისაკენ.
-დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და უამრავი ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პროგრესისაკენ და მთავარია, რომ სიღარიბიდან ასეულობით ადამიანი ამოვიდა. ერთ დღეში არაფერი წყდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ერთ დღეში, ეს ასე ვერ იქნება, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
TV პირველი