ირმა ინაშვილი: ,,შეაჩერეთ დავით ქაცარავა, სანამ ახალ ომში არ გაგვხვევს”

ირმა ინაშვილი: ,,შეაჩერეთ დავით ქაცარავა, სანამ ახალ ომში არ გაგვხვევს"პარლამენტის დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი დავით ქაცარავას უპირისპირდება, რომელიც  მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს წევრია და ხშირად აწყობს აქციებს საოკუპაციო ზოლთან.
„ბატონი დავით ქაცარავა, რომელიც დაკავებულია ე.წ. საოკუპაციო სპექტაკლების დადგმით, ყველაზე ეფექტურად აკეთებს რუსულ საქმეს.

პირდაპირ ვამბობ: მსგავსი ტიპის პროვოკაციებით (ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეები) წყალს სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამენ. სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს აქვთ ვალდებულება,- შეაჩერონ ეს პროვოკაციული კამპანია, ვიდრე ბატონი ქაცარავა ახალ ომში არ გახვევს საქართველოს“, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.