პარლამენტის დეპუტატი გუგული მაღრაძე ფეისბუქში აქვეყნებს ერთ-ერთ სუპერმარკეტში გადაღებულ ფოტოს, სადაც ზეთს სააქციო ფასი 2 ლარი და 40 თეთრი აწერია და წერს:
„მადლობა ინფორმაციისათვის, დამამტკიცებელი საბუთებიც ამ ფოტოებით დაიდო, რომ ჩემი ნათქვამი, რომ 10 ლარად 4 ბოთლი ზეთის ყიდვა შესაძლებელია, მართალი ყოფილა (ისე როგორც სხვა რამ, რასაც ვამბობ ხოლმე ). თქვენთან ერთად ვიმედოვნე, რომ ამ “უმნიშნელოვანესი ” საკითხის გამო აღარ დაიტვირთება ძვირფასი საეთერო დრო”.