ფეისბუქში გავრცელებულმა ფოტომ, სადაც ფერადკანიანი მამაკაცი და თეთრკანიანი ქალი ჯვარს იწერენ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნეფეს ქართული ჩოხაახალუხი აცვია, ხოლო პატარძალი ქართულ კაბაშია გამოწყობილი. იყო ბევრი დადებითი კომენტარი და უარყოფითიც. ამ მითქმა-მოთქმას ჟურნალისტი გიორგი ფოფოხაძე სოციალურ ქსელში ემაურება და წერს:
„იმ ზანგ ბიჭს და ქართველ გოგოს თავად ხომ უყვართ ერთმანეთი და თქვენი რა საქმეა, ვინ ვის, სად და რატომ გაყვება?.. მეც მყავს ფრანგი ცოლი და რაა, ქართველობა წამართვეს თუ არიქა და, ჩემი შვილები ქართველები არ იქნებიან?
ისე, თქვენ რომ იცოდეთ, აფხაზეთში უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ ზანგები… მართლა რა უბედურებაა, კაცო, ამ კანის ფერით გარჩევა?“.

