გიორგი პაპკიაური: ,,წყვლინტიანები ზიხართ და სხვის ცხოვრებას წაღმა-უკუღმა ატრიალებთ!”

გიორგი პაპკიაური:  ,,წყვლინტიანები ზიხართ და სხვის ცხოვრებას წაღმა-უკუღმა ატრიალებთ!"მომღერალ გიორგი პაპკიაურის გულახდილ პოსტს, სადაც შვილზე საუბრობს, ფეისბუქში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მუსიკოსმა მათ სოციალურ ქსელში გასცა პასუხი:

,,განსაკუთრებით გონება შეზღუდულებისთვის! ვინც მხოლოდ ცუდს ხედავს, ვინც მიჩვეულია ნეხვში ხელების ფათურს და ს.-ი აზრების დაფიქსირებას მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უნდა და სხვანაირად არც უცდია აზროვნება!
ბავშვთან წლებია მოგვარებულია ეს საკითხი და მან დიდი ხანია იცის სიმართლე, გარდა ამისა,  არსებობს ბევრი რიგი მიზეზები, რის გამოც შეიძლება ინგრეოდეს ოჯახი!
ეს პოსტი არ ეძღვნება ბავშვთან აღიარებას, ეს პოსტი საკუთარ თავს მივუძღვენი და კონკრეტულ სიტუაციას,თუმცა ის ვერ გავითვალისწინე, რომ ყველაფრის ქექვა გიყვართ და დაშორების დეტალები აღარ დამიწერია.
ჩლუნგებისათვის! ბავშვიც ბედნიერია,დედაც და მეც!
პ.ს. აი, თქვენ რომ არაფერი გეშველებათ მანამ, სანამ ასე აზროვნებთ, ეს 100% ვიცი!
იმის მაგივრად, რამე შეიგნოთ, ისწავლოთ, პარალელები გაავლოთ, გაიზარდოთ და მეტი სიკეთე შეიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში… წყვლინტიანები ზიხართ და სხვის ცხოვრებას წაღმა-უკუღმა ატრიალებთ!
უკვე ყოველი სიტყვა მენანება თქვენთვის და ყველა ადამიანი მენანება თქვენს ხელში!
არ გეგონოთ, რამეს გიხსნიდეთ სარიც გითხრიათ. უბრალოდ თქვენი სახელი შეგახსენეთ!”.