ეკა კვესიტაძე: ,,ცოლადაც გავყვები, 20 წლის თავზეც ასეთი აღფრთოვანებული თუ ვიყავი მისით”

ეკა კვესიტაძე: ,,ცოლადაც გავყვები, 20 წლის თავზეც ასეთი აღფრთოვანებული თუ ვიყავი მისით"ტელეჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ქმარს, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, შოთა უტიასვილს დაბადების დღეს ულოცავს. ჟურნალისტი ფეისბუქში წერს:
,,ერთი კვირაა, რაღაც წიგნს კითხულობს ასტროფიზიკაზე და ჭკვიანი სახით დაიარება.

იმ დღეს მეუბნება, ინგლისური ვითომ ხომ იცი, აბა, წაიკითხე, რამეს თუ მიხვდებიო და ქინდლში რაღაც ფორმულებიან ტექსტს მაჩვენებს. მერე ქინდლი ამომიტრიალა, ასეც რომ შეხედო, ზუსტად იგივენაირად გაიგებო, მერე გვერდიდან მაჩვენებს – ასეც სცადე მაინცო.

მე, რასაკვირველია, არ ვეპუები ჩემს სრულფასოვნების კომპლექსზე ასეთ თავდასხმას და ისე ამაყად მიჭირავს თავი, როგორც ჭეშმარიტ ტელე-ვარსკვლავს და სააერთაშორისო მიმომხილველს შეეფერება.

იმის თქმა მინდა, რომ აგერ უკვე 17 წელია ძალიან კარგად ვერთობით ერთად და როგორც ვხვდები, ბავშვებსაც ძაან ვართობთ ჩვენი ურთიერთობებით. ერთი სამი წელი კიდევ ასე თუ გააგრძელა, 20 წლის თავზეც ასეთი აღფრთოვანებული თუ ვიყავი მისით და რაც მთავარია, ასე გულიანად თუ ვიცინებთ ერთად, ცოლადაც გავყვები – მეტი რაღას ველოდო.  მიყვარხარ და დაბადების დღეს გილოცავ, სიყვარულო და ეს ქვა ბოლოსდაბოლოს, მოაშორე შენი პროფილის სურათიდან!”.