დავით ჭიჭინაძე: ,,გია ვოლსკი დაგვიბერდა, ვეღარ გრძნობს, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული”

დავით ჭიჭინაძე: ,,გია ვოლსკი დაგვიბერდა, ვეღარ გრძნობს, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული"საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა გია ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიური ზარდიაშვილების“ შესახებ არაკორექტული იყო.

-ვფიქრობ, არაკორექტული განცხადებაა და იმ სულისკვეთებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს, რაც ყველას გაგვაჩნია, – აღნიშნა ვოლსკიმ.

უმრავლესობის წევრმა, ისნის მაჟორიტარმა დავით ჭიჭინაძემ თავის კოლეგას  ასე უპასუხა:

-ალბათ კიპლინგის „მაუგლი“ ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელია, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, კრებას ატარებენ და იძახიან, აკილამ ააცილაო, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული. „ქართული ოცნება“ ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს, ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს.