საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი “სითი პარკთან” ხელსეკრულების შეწყვეტას ეხმოანება და სოციალურ ქსელში წერს:
“დღეიდან, “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს, რომელსაც არასდროს უკეთებია ეს საქმე და შესაბამისად, არც გამოცდილება აქვს ამ საქმეში.
პარკირების ცუდი და მახინჯი მოდელი უცვლელად გადაიბარა სატრანსპორტო კომპანიამ. არც ერთი სიტყვა თქმულა, რა ხედვა აქვს ამ კომპანიას, რა სიახლეებს დანერგავს, იქნება თუ არა პარკირება ზონალური, საათობრივ გადასახადზე მიბმული და ა.შ.
,,სითი პარკის”გაგდებით გახარებულებს კი მინდა ვუთხრა, რომ თქვენთვის მხოლოდ კომპანიის სახელი შეიცვალა, დანარჩენი იგივეა (ჯერჯერობით)”.

