25 წლის თაკო გამრეკელაშვილის სადისტურმა მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა. გოგონას, მისი ოჯახის და სავარაუდო მკვლელის გარშემო უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ბრალდებულს უკვე შეეფარდა პატიმრობა, გოგონას კი ახლობელ-მეგობრები იხსენებენ და ასევე საუბრობენ მის მეუღლეზე ირაკლი აბულაძეზე, რომელიც ამჟამად უცხოეთშია.თამუნა ირემაშვილი: “როგორი სევდიანი თვალები გაქვს ყველა სურათში. არც ერთი გაღიმება… ყველაზე დიდი ტკივილი ხარ ჩემთვის, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია… მოუნელებელი ტკივილი იქნები ჩემთვის… როგორ უნდა დაგივიწყო, ეგ არასდროს მიფიქრია”.
ქეთი ჭალისური: “ვზივარ და ვკითხულობ…. რამდენი გეგმა და რამდენი იდეა გვქონდა… ჩემო კალმით ნახატო თამარა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ალბათ ერთი-ორი თვე კიდევ მეყოფა ამდენი წლის ნაგროვები მიმოწერის წაკითხვისთვის… მაგრამ რა ვქნა, უკვე ყოველი შენი სიტყვა ძვირფასია”.
ია გულიაშვილი: „25-ის ათვლა ვერ მოასწრო გოგომ, სექტემბერი უმისოდ მოვა. ვერც სიცოცხლე მოიბეზრა, მისი სიყვარული არ აცალეს. მალე მიწის გულში გადაინაცვლებს – განაჩენი ასეთი გამოუტანა არაკაცმა!
ულამაზესია. ბიჭი შეუყვარდა. მასაც, გაგიჟებით. ჯერ ერთი ვაჟი გაჩნდა, მერე – მეორე, სიყვარულის ნაყოფად. აღზრდის ტვირთი მარტოს დააწვა. ბიჭი საბერძნეთშია. ოჯახში ელიან, არ იციან, შეძლებს თუ არა ძვირფასს საბოლოოდ დაუკოცნოს გაყინული მკლავები”.
მშობლები