ზაზა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ,,ყოჩებს და ბელადებს არ უნდა ვეძებდეთ“

ზაზა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ,,ყოჩებს და ბელადებს არ უნდა ვეძებდეთ“„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი არ ეთანხმება მმართველ გუნდში დეპუტატების ძველ და ახალ სახეებად დაყოფას.

-ვინც ეს ტერმინოლოგია დაამკვიდრა – ძველი და ახალი სახეები, ეს არის შეურაცხმყოფელი. ამიტომ ვინც არიან ასეთი დაყოფის, დანაწევრებისა და ამ ტერმინოლოგიის შემოღების ავტორები, უნდა გაირკვეს.

ჩემი დამოკიდებულება ასეთია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით – ჩვენ არ ვართ ადამიანები და არც უნდა ვიყოთ, რომ ყოჩებს და ბელადებს ვეძებდეთ. ეს კატეგორიულად არ მიმაჩნია სწორად.

უფრო მეტს ვიტყვი, ასეთივე შეხედულება აქვს მასაც ამ ცხოვრებისეულ დამოკიდებულებასთან. ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც შეიცვლებიან მთავრობებიც, მაგრამ უნდა შევძლოთ ცხოვრება, გაგრძელდეს ინსტიტუციურად, როგორც იგება ჩვეულებრივი თანამედროვე სახელმწიფო, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.