25 წლის ქალი მეზობლებს შველას სთხოვდა – ,,კარი შეამტვრიეს, მაგრამ გვიანი იყო, უკვე ყელი ჰქონდა გამოჭრილი” – ვიდეო

თბილისში, ბარნოვზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ტელეკომპანია ,,იბერიის” ეთერში მოკლული ქალის მეზობლები საუბრობენ და ყვებიან, რომ ის რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა და მკვლელს პატრულში დარეკვით ემუქრებოდა.

-მეზობელმა გაიგო ჩხუბი, კარზე დაუკაკუნა, რა ხდებაო. გვიშველეო, მკლავენო. უთხრა მკვლელს, ახლა პატრულს დავუძახებო. მან კი უპასუხა, დაუძახე, რაც გინდაო… მეზობლებმა კარი შეამტვრიეს, მაგრამ გვიანი იყო, უკვე ყელი ჰქონდა გამოჭრილი, – მოუყვა ჟურნალისტს მეზობელმა.

25 წლის ქალი სასტიკად არის მოკლული. მას მკვლელმა ორი შვილის თვალწინ გამოჭრა ყელი. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი ქალის მამინაცვალი ვეფხვია ბაქრაძეა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

https://youtu.be/zO_x-ZqRX-o?t=11