,,ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზეა ციხელაშვილი თუ პლაჟზე” _ ქართველი მინისტრის ჩაცმულობას აკრიტიკებენ

,,ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზეა ციხელაშვილი თუ პლაჟზე" _ ქართველი მინისტრის ჩაცმულობას აკრიტიკებენსაქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში,  ქეთევან ციხელაშვილი, თავისი ჩაცმულობით საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ფოტო, რომელიც ვრცელდება, ჟენევის მოლაპარაკების დროს არის გადაღებული.

,,ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზეა ციხელაშვილი თუ პლაჟზე. ისე ნარმანიას “დანა-ჩანგალს” სულ ტყუილად დავცინოდით. ციხელაშვილსაც სჭირდება “ჩაცმა-დახურვის” კურსები”, _ წერენ სოციალურ ქსელში.

ამგვარი კრიტიკა უცხოელი პოლიტიკოსებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. სხვადასხვა ქვეყნების მმართველების ჩაცმულობაზე მედია ხშირად წერს და სახელმწიფოთა ლიდერებს მათი მწვავე კრიტიკის ატანა არც თუ იშვიათად უწევთ.