რუსეთის არჩევნებს საქართველოშიც ადევნებენ თვალს. ბუნებრივია, მიდის მსჯელობა, პოლემიკა. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, პუტინის პოლიტიკის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილი რადიკალურად უარყოფითად განწყობილი არაა.
,,პუტინი არის რუსეთის სახე და ვინც პუტინს აგინებს, მას არაფერი გაეგება პოლიტიკაში და ნაც-ქოცების მიერ აგორებულ ანტირუსულ ისტერიას ტკეპნის!
პუტინის ნაცვლიდ ჟირინივსკი, ფაშისტი ნავალნი ან ტუტრუცანა სობჩაკი რომ მოვიდეს, ვინმეს ჰგონია, ქართველები უფრო კარგად ვიცხოვრებთ?! ან საქართველო რუსეთმა მთლიანად რომ დაიპყროს, ამერიკა რუსეთს ომს არასოდეს გამოუცხადებს, ამერიკელები სხვას ააგდებენ რუსეთთან საბრძოლველად და თვითონ ძუძუს გოჭებივით გაიტრუნებიან!..
მეტიც, საქართველოს გამო ნერვიც არავის აუტოკდება!
ნახეთ, როგორ გაერთიანდა რუსი ხალხი პუტინის ირგვლივ, ჩვენ რაღა გვჭირს… ისე როგორ მოგვწამლეს ალენ-დალასის პროგრამით, რომ ერთი სახელმწიფოებრივად, პატრიოტულად და ეროვნულად მოაზროვნე პიროვნება ვერ შევარჩიეთ?!
სოროსული მიშა-ბოძოს ყვირილში დაგვექცა, გაგვიჩანაგდა და გაგვიუბედურდა საქართველო!’’ – წერს ნონა შარაბიძე

