,,უცნობმა ქართველმა ამერიკაში დახმარების ხელი გამომიწოდა“ – ემიგრანტული ისტორია

,,უცნობმა ქართველმა ამერიკაში დახმარების ხელი გამომიწოდა“ - ემიგრანტული ისტორიაბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვესმის, როგორ გამოაძევეს ქართველები უცხოეთიდან, როგორ იქურდეს, იყაჩაღეს… გვესმის იტორიები ერთმანეთის გაუტანლობაზე, ქართველი ქალები როგორ ითრევენ  ერთმანეთს თმით შუა ქუჩაში (ამის შესახებ ყვება ჟურნალ ,,სარკეში“  გია ხუროშვილი, რომელიც ქართველი ემიგრანტების საქმეებზე მუშაობს ნიუ იორკში).

რატომღაც უფრო მეტად  ისეთი ისტორიები იწერება, სადაც ქართველების ნაკლზეა ხაზი გასმული და არ იწერება, როგორი მხარში დგომა და ერთგულება იციან მათ.

გვინდა, ქართველ საზოგადოებას ერთ-ერთი ასეთი ისტორია გავაცნოთ. ამბავი, რომელსაც ამერიკაში მცხოვრები ანა სმიტი ყვება, სწორედ ასეთ ქართველებზეა.

,,გუშინწინ საფულე დავკარგე.ყველა ბარათი შიგ მედო და ფული რაც მქონდა. საღამო იყო, ზუსტად ამ ღამეს ჩემი ტელეფონის ლიმიტი იწურებოდა და ვრჩებოდი კომუნიმაციის, ,,გუგლის“, ინტერნეტის გარეშე, აღარაფერს ვამბობ მართვის ლაისენსზე და 2 ქვეყნის 8-ზე მეტ საბანკო ბარათზე.

ერთ გოგოს, რომელსაც ინტერნეტით ამ ჯგუფში (,,ქართველები ამერიკაში“) ვიცნობდი, ვკითხე, ხომ არ იცოდა რამე მეთოდი იბანკიდან თანხა ჩამერიცხა მობილურ ოპერატორზე, სანამ გაითიშებოდა. თავაზიანად ამიხსნა, რომ ამის შანსი არ იყო და თვითონ დამირიცხა 80$. ერთხელ ვესაუბრე მხოლოდ ჩატში, რაღაც ვკითხე, ჩემზე არაფერი იცის ფაქტობრივად და დახმარების ხელი გამომიწოდა, მენდო.
მადლობა მას ასეთი ჟესტისთვის. მინდა, სხვებმაც იცოდნენ, როგორ უდგანან გვერდში ამ ქვეყანაში უცნობი ქართველები ერთმანეთს. უანგაროდ ეხმარებიან ერთმანეთს.
უფალს ვთხოვ, დაულოცს ამ გოგოს ოჯახი.
პ.ს.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ჯგუფის არსებობა ძალიან დიდ და კეთილ საქმეს აკეთებს:
მილე ― 💯 % ით უანგარო ყველას გვერდში მდგომი და დაუზარელი.
თინი ―  თბილი გოგო სულს გაგინაწილებს, ცდილობს, რაც იცის, ბოლომდე დაგახარჯოს და გვერდში დაგიდგეს.
ლილიკო ― სუპერპოზიტივი. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ამდენ სტიმულს და პოზუტივს საიდან ასხივებ…
სიკეთე გადამდებია … მადლობა“, ― წერს ანა სმიტი.

,,სარკენიუსი“ ყველა ასეთ ისტორიას სიამოვნებით გააშუქებს. მართლაც ― სიკეთე გადამდებია.