8 მარტს სოციალურ ქსელში ძალიან ემოციური პოსტი გავრცელდა მოხუცზე, რომელიც ავტობუსში ყვავილების თაიგულით ხელში ავიდა.
“დღეს, ავტობუსში ბაბუ ამოვიდა, კოხტად ჩაცმული, მშვიდი სახითა და სევდიანი თვალებით. ხელში ყვავილები ეჭირა. გამეღიმა, დავინტერესდი, ვისთვის მიჰქონდა ყვავილები. პასუხის მოსმენისას ცოტათი შევკრთი.
_ საფლავზე მივდივარ, ჩემს ცოლთან, ყვავილები უნდა ვაჩუქო. დღეს ხომ 8 მარტია, – მიპასუხა მოხუცმა. შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა და ყვავილებით ხელში, ნელი ნაბიჯებით გზას გაუდგა”, დაწერა ნანა მშვენიერაძემ.

