ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ”წითელ ჯვარს” გადასცა

ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ”წითელ ჯვარს” გადასცაოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დადასტურებულია.

ერგნეთის საგუშაგოსთან ქართველი სამხედროს ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან. ადგილზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოკლული ტატუნაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებიან.

ნიუპოსტი