ტრანსგენდერების აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

ტრანსგენდერების აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი დააკავესიუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები კონტრაქციის გამართვის მიზნით შეიკრიბნენ.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქციის წევრებს შორის დაპირისპირების და მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან.

უწყებაში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შესაძლო ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები ერთმანეთს მოარიდეს.

“აქციის მიმდინარეობისას კონტრაქციის ერთ-ერთმა წევრმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და მოქალაქეების მისამართით კვერცხებს ისროდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულ ქმედებაზე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და 1962 წელს დაბადებული გ.ფ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე უხლით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობის გულისხმობს”- აცხადებენ გახარიას უწყებაში.