ინტერნეტმომხმარებლები ერთ-ერთ საიტზე შესვლისას უცნაურ ტექსტს აწყდებიან. გოჩა მირცხულავა ,,ფეისბუქში” ერთ-ერთი საიტის შესახებ წერს.
“თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ? ახლობლის შვილმა (ზრდასრულია) ამათ საიტზე რაღაც ფილმის ძებნა დაიწყო და ეს ტექსტები ამოუგდო. რომელი კანონით? როგორ? ეს რა ანგარიშია? ვინ მანიპულირებს შინაგან საქმეთა სამინისტროთი? იმედია, შსს მიაქცევს ამას ყურადღებას. ვფიქრობ, გამოძიებაც უნდა დაიწყოს. აშანტაჟებთ ადამიანებს? ჩემი ექსპერიმენტი – თქვენც სცადეთ – ჩაწერეთ გუგლში “წყლის ფორმა”. ამოგიგდებთ საიტს… დააკლიკებ და ჰოპ – იგივე ტექსტი. მიხედეთ დროზე ამ ავაზაკებს”, _ წერს გოჩა მირცხულავა.
ტექსტი კი ასეთია:
,,შეტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან! თქვენ ხართ დაბლოკილი პორნოგრაფიული საიტების განმეორებითი ვიზიტებისთვის, რომლებიც შეიცავენ აკრძალულ მასალებს, კეროდ, პორნოგრაფია პედოფილიის ელემენტებით, ძალადობა და ჰომოსექსუალობის პროპაგანდა. ბლოკის მოსახსნელად თქვენ უნდა გადაიხადოთ 40 ლარი… თუ ჯარიმას არ გადაიხდით ან შეეცდებით, რომ ჯარიმის გარეშე მოხსნათ ბლოკი, საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი დაუყოვნებლივ გაემგზავრება თქვენს საცხოვრებელ ადგილას თქვენს დასაკავებლად. ყველა საქმის მასალები გადაცემული იქება პროკურატურაში და სისხლის სამართლის პროცესი იქნება ინიცირებული…”.
გოჩა მირცხულავას ამ სტატუსს გამოხმაურება მოჰყვა. დაიწერა, რომ ეს ვირუსია და ამ დროს კომპიუტერის გადატვირთვაა საჭირო. თუმცა ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თაღლითური ჯგუფის მახეს წამოეგენ ან შემდგომში წამოეგებიან და თანხას მითითებულ ანგარიშზე გადაიხდიან. ყველა შემთხვევაში ალბათ ამით შსს უნდა დაინტერესდეს და მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაციაც მიაწოდოს.

