თეა წულუკიანი „მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე”

თეა წულუკიანი „მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე”საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავშესაფრის მაძიებლებზე, უვიზო მიმოსვლის გაფრთხილებასა და დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

_ მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ის რაც არის.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორიული შედეგი, რასაც თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და მომავალ თაობებს არ დავუკარგოთ ის, რაც იყო მრავალი თაობის მანძილზე ძნელად მისაღწევი, – განაცხადა თეა წულუკიანმა.