..დღეს ,,რუფტოპ ტერასაში” მოხდა სამარცხვინო ფაქტი!
კლუბში მისული ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ჯგუფი შავკანიან მეგობართან ერთად არ შეუშვეს. მიზეზად კი მშვიდად და აუღელვებლად დაასახელეს ის, რომ მათი უფროსისაგან აქვთ მითითება – არ შეუშვან შავკანიანები.
მაინტერესებს, რა შეიძლება ეწოდოს ან, უკეთეს შემთხვევაში, ეშველოს ამ ამბავს?” _ წერს ფეისბუქში ელენა ქუმსიაშვილი.
ამ ბრალდებას კლუბ რუფტოპ ტერასას პიარმენეჯერი მაცაცო კევლიშვილი პასუხობს და წერს:
,,ვინც რუფტოპში დადის, იცის, რომ არც რასისზმი და არც ჰომოფობია არასოდეს გამოგვივლენია. რუფტოპში არის ფეის კონტროლი და უცხოელმა სტუმარმა ის ვერ გაიარა. ისევე, როგორც იმ ჩვენს მეზობლად გაზრდილმა გოგო-ბიჭმა სხვადასხვა დროს…
მეც დიდი აგრესია მაქვს რასიზმის მიმართ, ასე რომ, თუ რაიმე სახის დოკუმენტი არსებობს ზემოთხსენებული ფაქტის, ფრიად გასაკვირი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ნაწილი თავისი ცხოვრების რუფტოპის მფლობელებმა ჰოლანდიაში, ემიგრაციაში გაატარეს და კარგად იციან, რას ნიშნავს, იყო უცხო”.
ამ განცხადების ქუმსიაშვილი გამოეპასუხა.
,, ჩვენ განგვიცხადეს, რომ სწორედ შავკანიანობის გამო არ დაუშვეს ეს მომხმარებელი და ეს არის საგანგაშო! ამაზე რა პასუხი გაქვთ? პ.ს. სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურეს ეს მიზეზი, შეგიძლიათ ამოიღოთ ჩანაწერი და გადაამოწმოთ”, – დაწერა ფეისბუქში ელენა ქუმსიაშვილმა.

