თათარბერაკი ― უგემრიელესი მესხური კერძის მარტივი რეცეპტი

თათარბერაკი ― უგემრიელესი მესხური კერძის მარტივი რეცეპტიეს კერძი ძალიან პოპულარულია სამცხეთ-ჯავახეთში. მას მესხურ თათარბერაკებს უწოდებენ.

საჭიროა ხინკლის ცომი: ფქვილი ჯამში ჩაყარეთ (რაოდენობა თავად განსაზღვრეთ), დააყარეთ ცოტა მარილი, დაასხით ცივი წყალი და მოზილეთ. ცომი რომ მაგარი გამოგივიდეთ, ერთი ,,ხრიკი“ უნდა იცოდეთ ― წყალი ზელვისას არ უნდა მიამატოთ, თორემ დარბილდება.

ცომი გადმოიღეთ ხის დაფაზე და ძალიან თხელ ფენად გააბრტყელეთ, შემდეგ დაჭერით პატარ-პატარა სამკუთხედებად.

სანამ ცომის დამუშავებას დაიწყებთ, მანამდე ქვაბში წყალი აადუღეთ, შემდეგ კი მარილი და დაჭრილი ცომი ჩაყარეთ.

ცომი რომ მოიხარშება, გაანაწილეთ თეფშებზე. მოასხით მაწონი, ცხიმში მოშუშული ხახვი და დაჭყლეტილი ნიორი. სუფრაზე მიიტანეთ ცხელი.