მუსიკათმცოდნე და პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ტრანსგენდერ ქალებს სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ პასპორტში სქესის შეცვლა დასაშვები უნდა იყოს.
,,ახლა ვუყურე PS-ში ძალიან მძიმე სიუჟეტს- ტრანსგენდერებზე. მართლა მაინტერესებს, ადამიანი,რომელიც თვლის, რომ ქალია და თავს გრძნობს ქალად ფიზიოლოგიურად თუ ფსიქოლოგიურად, დიდი სურვილი აქვს, რომ გაიკეთოს ოპერაცია და უსახსრობის გამო ვერ იკეთებს, მაინტერესებს, რატომ უნდა ეწეროთ მათ პასპორტში – მამაკაცი, მართლა მაინტერესებს- ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
მე წამიკითხავს ფ.ბ_ში აზრი, რომ თითქოს მამაკაცის უფლებები ხომ დაირღვევა თუ ( ამ ტიპის ადამიანი) მეგობარ კაცს გაიჩენსო- თუ საერთოდ სიცრუეზეა საუბარი, ამ და ამ ტიპის სიცრუეს კაცის და ქალის მხრიდან ყოველთვის კანონი უნდა არეგულირებდეს- სიცრუე, მაშინაც და ყოველთვის მიუღებელია იმ ურთიერთობის დროს, როცა არატრანსგენდერთან აქვს ურთიერთობა ადამიანს ( ასე რომ, ეს ძალიან სუსტი არგუმენტია).
ახლა კი ასე ტრანგენდერიც დაუცველია და მამაკაციც, ბატონო, ასე უფრო ცუდი არ არის? ამიტომ ემოციის გარეშე, გონივრულად კანონის მიხედვით შესანიშნავად დარეგულირდება- ნაკლებად დასაშანტაჟებელი იქნება ” სხვა ქვეყნების უშიშროების” მიერ გარკვეული ადამიანები( როგორც ცნობილია წლების მანძილზე ამას აკეთებდა უშიშროება ), ვინაიდან მათ დაიცავთ კანონი.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი, რომელიც იბრძვის, ისე უნდა ოპერაციის გაკეთება ( სახლს ყიდის და რა ვიცი, კიდევ რა), რადგან გრძნობს, რომ ქალია, მართლა ქალი, მართლა ვერ ვიგებ, რატომ უნდა ეწეროს პასპორტში კაცი. არ მესმის და რა ვქნა. ტრაღედიააა მართლა”, – წერს თაკო ჩარკვიანი.

