მუსიკათმცოდნე და პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი „ქართული მარშის“ აქციას ეხმაურება და მწვავედ აკრიტიკებს.
„ეს არაადეკვატური და დივერსიული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც არის ჩვენი მტრის – რუსეთის საქმის კეთება. ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ბიჭებს იტაცებენ საზღვრებიდან და ეს ადამიანები იყვნენ 26 მაისის ტრაგედიაზეც.
სოლიდარობას ვუცხადებ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს და ვიმედოვნებ, რომ „ქართული მარშის“ წევრებს პასუხს აგებინებენ“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

