,,სიგარეტს ყიდდა დედაჩემი ერთი თვე _ სადგურის მოედანზე… ბოდიში, დედა…” _ პოეტ ირმა ბერიძის ემოციური პოსტი

,,სიგარეტს ყიდდა დედაჩემი ერთი თვე _  სადგურის მოედანზე... ბოდიში, დედა..." _ პოეტ ირმა ბერიძის ემოციური პოსტიპოეტმა ირმა ბერიძემ 3 მარტს ,,ფეისბუქის’ საკუთარ გვერდზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

,,ყვავილია დედაჩემი. ჩვენ კიდე, მე და ჩემი და-ძმა, გავუჩნდით, ვაწვალეთ, დავღალეთ, დავაბერეთ, ცუდ, გაჭირვებულ წლებში ქუჩაშიც გავიყვანეთ, სიგარეტს ყიდდა დედაჩემი ერთი თვე სადგურის მოედანზე, თვალებდახრილი ვართმევდი სავსე პარკებს, სახლში რომ შემოდიოდა ლამაზი დედაჩემი, ყვავილი დედაჩემი, უქმრო დედაჩემი.
ის ამბობდა, რომ ისეთი ქალები უსხედან გვერდით – მეცნიერები, მისი ეკონომისტობა რა მოსატანია. სათაკილო არაფერია.
მე კი მგონია, მაშინ ეტკინა პირველად გული და არ თქვა, გაუცივდა ფილტვები და დაგვიმალა დედაჩემმა.
მე მოვწონვარ,  მარჩევს შვილებში. ეჭვიანობენ დანარჩენები. სულ პატარაობიდან დაიწყო ეს და დღემდე ასეა.
აი, ქმრები ხომ აფუფუნებენ ქალებს, საყვარლები ან რა ვიცი… მე ეს მიბერავს სულს, მაცხოვრებს ბუმბულებში და სხვა ადამიანებიც ამ რეჟიმში სურს, ჩაითრიოს.
მაინც შენთვის გამაჩინე-მეთქი, ვეუბნები, თავი დამანებე-მეთქი.  კი ასე მითქვამს. – ამაზე ვდარდობ. ის კიდე – ღამით რომ მეღვიძება, შენი ოთახისკენ მოვდივარ, დედაჩემი მგონიხარო.
ძნელი სიყვარულია ეს.
თან ყვავილია, თან დედა, თან უნდა მოუფრთხილდე, თან რომ არ გელოლიავოს, ვერ იცხოვრებს.
ლეიბის ქვეშ, საწოლის ,,მატრასის” ქვეშ ვმალავ ჟურნალებს, სადაც დავბეჭდილვარ. რად გინდა?! მხვდება მეზობელი – შენი ლექსები გვანახა დედაშენმა ამა და ამ ჟურნალ-გაზეთში, გილოცავ, წარმატებები…

მადლობა და უთვლელი ბოდიში, დედა”, _ წერს ირმა ბერიძე.