შვედი მწერალი და ჟურნალისტი თომას ენგსტრემი, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, შვედურ გამოცემა expressen.se-ში წერს, რომ საქართველოშუ მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბულად ცხოვრობს.
_ ექიმი თვეში 400 ლარს იღებს, რაც თითქმის 1500 შვედური კრონის ტოლფასია. ავტომობილის ხელით რეცხვა მხოლოდ 25 კრონი ღირს. იგივეა ტაქსით მგზავრობისას. მე, რომელსაც დასავლური დონის შემოსავლები მაქვს, შემიძლია მათ ზედმეტი გადავუხადო, მაგრამ ამით სიტუაციას მაინც ვერ შევცვლი. ქართველები ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობენ. ბოლო 20 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ხელფასების მატებას არაფერი ეშველა. მაღალია ინფლაცია და უმუშევრობის დონე, _ აღნიშნავს ენგსტრემი.

