საქართველოში პუტინზე ლოცულობენ: ,,დაიფარე შენ, პუტინო, შენი ყოფილი საბჭოთა ქვეყნები”

საქართველოში პუტინზე ლოცულობენ: ,,დაიფარე შენ, პუტინო, შენი ყოფილი საბჭოთა ქვეყნები"11 მარტს ,,სარკენიუსმა” დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პაპა სტალინთან აგარაკზე მზარეულად მუშაობდა. ამის შესახებ პუტინი ერთ-ერთ ინტერვიუში ლაპარაკობს.

წერილს სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა. ამის შესახებ არც დავწერდით, რომ არა ერთ-ერთი ქართველი ქალის უცნაური კომენტარი, რომელიც პუტინზე ლოცულობს (ქალის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვწერთ).

,,უფალო ღმერთო, შენ მუახედე პუტინი საქართველოსკენ კარგი გულით და კარგი თვალით, რომ დაიცვას საქართველო მტრებისგან შინაური და გარეულისგან, დაგვიბრუნოს ჩვენი მიწა-წყალი და გვაღირსოს მისი უებარი წამლები, რომ განიკურნოს ხალხი; დავიღალეთ უცხოური ცარცის ყლაპვით, დავიზიანეთ ორგანიზმი დიდმა თუ პატარამ: ეხლა კიდევ ახალი ჭირი შემოდის ქვეყნებში, დაიფარე შენ, პუტინო, შენი ყოფილი საბჭოთა ქვეყნები უფლის ნებით და უფლის დახმარებით. შეეწიე, უფალო, საქართველოს და მიეცი მშვიდობა. ” დიდება შენდა, დიდება, ამინ”.

მსგავსი ამბის მომსწრე გავხდით თბილისში, ერთ-ერთი ტაძრის ეზოში. სასულერო პირის საფლავის მომვლელი მუხლებზე იდგა და პუტინისთვის ასე ლოცულობდა: ,,ღმერთო გააძლიერე პუტინი, რომ ყველა მასონი საქართველოს მუხლებთან დააჩოქოს და ჩვენს ქვეყანას ეშველოს”.