პოლიცია: “სანდრო ბრეგაძე არ გვიცემია”

პოლიცია: "სანდრო ბრეგაძე არ გვიცემია"“ქართული მარში” სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელებმა “მარშის” ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს სცემეს. “პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია “ქართული მარშის” ლიდერი – სანდრო ბრეგაძე !!!”, – ამ ინფორმაციასთან ერთად მარშის წევრები ფოტოსაც ავრცელებენ.

შსს-ში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

“ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ არის მტკნარი სიცრუე და შსს აღნიშნულს არ ადასტურებს. ხვალ დილით ექიმების თანხმობის შემთხვევაში სანდრო ბრეგაძეს მოუწევს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა” – აცხადებენ უწყებაში.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან გუშინ პოლიციამ ქართული მარშის 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”-თქვა გაბუნიამ.

იმედინიუსი