9 მარტს ქვემო ფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ღია ფერის მეტისს ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ,,ცხოველთა უფლებების კომიტეტმა” გაავრცელა.
,,ცუგა გადაყვანილია ჩვენს თავშესაფარში და მალე ჩაუტარდება ოპერაცია.
ხდება თვითმხილველთა დაკითხვა და მიმდინარეობს გამოძიება.
მსხვერპლის მდგომარეობა სტაბილურია და ახლა მთავარი ფეხის შენარჩუნებაა, რაც გამომდინარე მძიმე ტრავმებიდან, ძალიან რთული იქნება”, _ დაწერეს ცხველთა უფლებების დამცველებმა.
რამდენიმე საათის შემდეგ ოპერაციის შემდეგ გადარებული ფოტო გავრცელდა. ,,ესეც რეაბილიტაციის პროცესში. სითბოსა და ყურადღების ქვეშ”, – დაწერა ვახტანგ ლომჯარიამ.

