ნუგზარ კახიძის მკვლელობამდე მის კომპანიაში წილების გადანაწილება მიმდინარეობდა – პოლიცია ქილერს ეძებს

ნუგზარ კახიძის მკვლელობამდე მის კომპანიაში წილების გადანაწილება მიმდინარეობდა - პოლიცია ქილერს ეძებსთბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

საკუთარ სახლში ჩაცხრილული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის ახლობლები პირად საუბარში არ გამორიცხავენ, რომ კახიძე დაქირავებულმა ქილერმა მოკლა. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა.

მკვლელობა კი შესაძლოა გარდაცვლილის ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდეს. როგორც ირკვევა, კახიძე შპს „ვარკეთილი 96“-ის 15 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო. ნუგზარ კახიძის ახლობელი იხსენებს, რომ სასტიკ მკვლელობამდე კომპანიაში წილების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობდა.

მეტიც, მათივე მონაყოლის მიხედვით, „ვარკეთილი 96“-ის მოწილეებს შორის სასამართლოში წილებთან დაკავშირებით დავაც კი მიმდინარეობს.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ბიზნესმენი საკუთარ სახლში 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ჩაცხრილა.

მოკლულის ოჯახის წევრთა თქმით, მკვლელობაში ბრადებული ბიზნესმენის ოჯახს ბანკის თანამშრომელის სახელით გაეცნო და უთხრა, რომ წერილი უნდა გადაეცა. მას შემდეგ, კი რაც დამხმარე ქალმა კარი გააღო, მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. დაჭრილია დამხმარე ქალიც.

-დაახლოებით 14:00 საათზე კარზე ზარი დაირეკა, გვითხრეს, რომ ბანკიდან იყვნეn, ხელში დოკუმენტები ეჭირა, დამხმარე ქალმა კარი გააღო, როცა ნუგზარი ოთახში გამოვიდა, 7 ტყვია დაახალა. დაჭრილია ქალბატონიც- აღნიშნა ერთ-ერთმა ნათესავმა.

მისი თქმით, ბიზნესმენის დამხამრე ქალი მე-9 საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრეba.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მოკლულის ცხედარი სამხარაულის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაასვენეს. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, მან მიმალვა მოახერხა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდამცავებს ახალგაზრდა მამაკაცი იდენთიფიცირებული ჰყავთ, რადგან ის ნიღბის გარეშე გადაადგილდებოდა.

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი, ბრალდებულმა კორპუსის უკანა მხარეს დატოვა და ის პოლიციამ უკვე ამოიღო.

ნიუპოსტი