ნინო ჯღარკავა: ,,პრემიერი კვირიკაშვილი უკვე წასულიაო… ცას არავინ ეკერება”

ნინო ჯღარკავა: ,,პრემიერი კვირიკაშვილი უკვე წასულიაო... ცას არავინ ეკერება"ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეხმაურება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ში გასულ სიუჟეტს და წერს:

,,რუსთავი 2″-მა დაასკვნა, პრემიერი კვირიკაშვილი უკვე წასულია და მის ადგილზე მოიაზრება გახარია ან ბახტაძეო. ბახტაძეს უჩა მამაცაშვილი ლობირებს და გახარიას შმაგი კობახიძეო! მე კი გეტყვით, რატომ ჩქარობთ? პრემიერიც ადგილზეა და მინისტრებიც და ვოლსკის სიტყვების არ იყოს, ცას არავინ ეკერება, ადრე თუ გვიან ვიღაც წავა და ვიღაც მოვა. თქვენ თქვენს ჰოლანდიაში ჩასიძებულ მიშაზე იდარდეთ, თორემ ოცნებაში ვინ სად წავა, თქვენ რა ხეირი, ნაცებო”.