ნინი წიკლაური შვილის ტანსაცმელს და ნივთებს გაჭირვებულ ბავშვებს ჩუქნის

ნინი წიკლაური შვილის ტანსაცმელს და ნივთებს გაჭირვებულ ბავშვებს ჩუქნისმომღერალი ნინი წიკლაური ბოლო პერიოდში ამერიკაში ცხოვრობს. მისი და თემო ტუღუშის პირველი შვილიც ამერიკაში დაიბადა. ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალურ ქსელში პატარა საბას ტანსაცმლის ფოტოები გამოაქვეყნა და ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს მიმართა:

,,ჩემო მეგობრებო,საბას (და არა მარტო საბას)დაუგროვდა “დაპატარავებული” ტანსაცმელი,სათამაშოები და ათასი აქსესუარი,რომლებიც მინდა, გადავცე საქართველოში გაჭირვებულ ოჯახებს. იქნებ მოიძებნოს ადამიანი(ები), რომელიც უზრუნველყოფს ამ ნივთების ტრანსპორტირებას (ვგულისხმობ ადამიანებს,რომელთაც გადააქვთ მანქანები და შეუძლიათ მანქანაში ჩადონ ეტლი, ჯამპერი(ჭოჭინა) და ა.შ.
აქ ასედაც და ისედაც ვეხმარებით ერთამენთს და იქ, მერწმუნეთ, გაუსაძლისად უჭირს ხალხს.
გმადლობთ და ველი რეაგირებას”