ნიკა გვარამია: ,,აუცილებლად მარტის ან ნოემბრის ცივ და ქარიან დღეს მოვკვდები”

ნიკა გვარამია: ,,აუცილებლად მარტის ან ნოემბრის ცივ და ქარიან დღეს მოვკვდები"ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

,,ყველაზე მეტად ქარიანი ამინდები მძულს. ცალკე შაკიკი მეწყება, და თუ გადავრჩი და შაკიკის ტკივილმა ყველა სხვა არ გადაფარა, თითოეული სახსარი და კუნთი ერთდროულად მიწყებს კვნესას და, როგორც დედაჩემი იტყოდა, გულზე შემომდის. ეს არც ასაკის ბრალია და არც მდგომარეობის – ღრმა ბავშვობიდან ასე ვარ.

მოკლედ, ზუსტად არ ვიცი, როდის 10, 20, თუ 30 წლის შემდეგ, მაგრამ აუცილებლად მარტის ან ნოემბრის ცივ და ქარიან დღეს მოვკვდები”.