ნანუკა ჟორჟოლიანი: “საბამ მითხრა, მთელი ცხოვრება მეყვარებიო”

ნანუკა ჟორჟოლიანი: "საბამ მითხრა, მთელი ცხოვრება მეყვარებიო"ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თავის მშობლებსა და შვილებზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“საბამ მითხრა, მთელი ცხოვრება მეყვარებიო. თან ძალიან დარწმუნებულია ამაში და ცოტა კმაყოფილიც. ორად გაყოფილი გზების მიუხედავად (არცერთს ტკივილის გარეშე არ ჩაუვლია) ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში ჩემი შვილებია. ასეთი შეგრძნება არაფერს მოაქვს. მათ შორის, რუტინული პრობლემების დროსაც კი, ვგრძნობ რომ მათი არსებობა განსაზღვრავს ჩემსას.

და რაც უფრო მეტად ვუახლოვდები ჩემი დედის ასაკს, მით უფრო მეტად ვხვდები, რომ რაღაც ეტაპზე, მშობლებიც შვილები ხდებიან. როცა ნერვიულობას იწყებ მათ ასაკზე, ნაოჭზე, წნევაზე, ყველაფერზე, რამაც შეიძლება შეგახსენოს მათი სიბერე. ( ჩემი მშობლები სიბერის ნაწილს გააპროტესტებენ და ვეთანხმები მათ.

ხომ იცით, დეითებით მომხრე არ ვარ, უბრალოდ მიზეზს გამოვიყენებ ჩემს დედას და მამას ვუთხრა, როგორი მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში. როგორ არაფერი გამომივიდოდა მათ გარეშე და ჯანმრთელობა ვუსურვო თქვენს მშობლებს. დიდხანს სიცოცხლე. და ვისაც არ გყავთ, მთელი გულით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.