ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამო წამოწყებულ პოლემიკას ეხმაურება და წერს: „ერთმა ქალმა რომ დაიწყო-საბაგიროს ბაგირის სისქის, სიგრძის, მეტალის გამძლეობის, ფიზიკის, მოძრაობის სიჩქარის, იქ მსხდომთა განწყობის და პოლონელი ტურისტი-რას განიცდიდა წუხელ რომ იძინებდა და რაზე ფიქრობდა– ამ ყველაფრის ანალიზით… ისე დამეძინა ღამის სამ საათზე, კიდევ ამ ამბავს არჩევდა. ვიღაცეები კომენტარებში აწყნარებდნენ!
ხოდა. არც დღეს გავიტლიკებოდი, იმიტომ. რომ არც დღეს არ ვიცი, იქ რა და რის გამო მოხდა, მაგრამ
წეღან იგივე ქალმა პოსტი დაწერა-“მაკარონი როგორ მოვხარშო, ცივ წყალში უნდა ჩავყარო, თუ ადუღებულშიო”
(აი, ხო გგონიათ, რომ ახლა ეს მე მოვიგონე! არა-დედაჩემის სიცოცხლეს ვფიცავ).
ეტყობა, გეპეი აქვს დამთავრებული და ისე მეცადინეობდა, კუხნისთვის არ ეცალა.
მაგისი ქმარი რომ ვიყო, იმ ბაგირზე დავკიდებდი ცალი ფეხით!
ხოო, ხოდა გუშინ რო აწყნარებდნენ, დღეს იგივე ქალები მაკარონის მოხარშვას ასწავლიან კომენტარებში!“.

