მიშა მშვილდაძე: ,,ერაძის ცხვირის მაგალითზე იქნებ ყველამ ვიგრძნოთ, რას ნიშნავს მყისიერი საფრთხე”

მიშა მშვილდაძე: ,,ერაძის ცხვირის მაგალითზე იქნებ ყველამ ვიგრძნოთ, რას ნიშნავს მყისიერი საფრთხე”ტელეპროდიუსერი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მისი თქმით, გაბუნიას ხუმრობა საკმაოდ საკამათოა, თუმცა ისეთი ფორმით გაპროტესტება, როგორც ამას „ქართული მარში“ აკეთებს, მიუღებელია.

„სადღობელაშვილის არავა მოიჭრა რუსთავი ორთან და გაბუნიას მანქანას არ ატარებდნენ, დათო ერაძეს ცხვირი გაუტეხეს, აყალ-მაყალი, პოლიცია, მანქანების მტვრევა და ხაჯანდიზმი ყველა, თან ცირკი, თან უჟასი, ჰოდა, გუშინდელი გაბუნიას ხუმრობა, ჩემი აზრით, საკმაოდ საკამათო ღირებულების, ხელოვნების თვალსაზრისით და მე კარგა ხანია ინტერნეტსივრცეში მხვდება ხუმრობები, რომ რუსთავი 2-ის passion (ვნება) გახდა ყველა თემიდან, როგორმე ბიძინას ხეებზე ,,გახოდვა” და ვფიქრობ, რომ ამ ტენდენციებს უნდა გრძნობდეს ყველა, მაგრამ, არც ერთი ხუმრობა არ არსებობს, რაოდენ არასასაცილოც არ უნდა იყოს, რაც გაამართლებს ამ დანაშაულს, ხულიგნობას, პირდაპირ კრემლის დაფინანსებულ ჭუჭყს, რომელიც სანამ ამას ვწერ, ამასობაში უკვე პოლიციას ეჩხუბება.

ჰოდა, ახლა იქნებ ყველამ ვიგრძნოთ ერაძის ცხვირის მაგალითზე, რას ნიშნავს მყისიერი საფრთხე და მის ასარიდებლად თვითცენზურა კი არ დავიწესოთ და თვითგამოხატვა დაცინვის ფორმით შევიზღუდოთ, არამც და არამც, არამედ ასეთ დროს გვაგრძნობინოს პასუხისმგებლობის გრძნობამ სოლიდარობის სურვილი, ამას ვისურვებდი…“, – წერს მშვილდაძე.