,,მესტიაში დაძაბული ვითარებაა! ქუდზე კაცი, ქართველებო!” – წერს მანანა საღლიანი

,,მესტიაში დაძაბული ვითარებაა! ქუდზე კაცი, ქართველებო!" - წერს მანანა საღლიანისვანეთში დაძაბულობაა. მოსახლეობა დიდი ჰესების აშენების წინააღმდეგია. ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში ისტორიულ სოფლებსა და ძეგლებს დატბორვა და განადგურება ემუქრებათ.

,,სამშობლოს სიყვარულისთის, სვანეთის, საქართველოს თიანეთის გადარჩენისთვის მებრძოლი პატრიოტები, მესტიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნარგის ნიგურიანი და სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელი მაია კახიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა სამსახურიდან გაათავისუფლა და თვითონ თვითმფრინავით სვანეთიდან გაიქცა.

მესტიაში დაძაბული ვითარებაა! სოლიდარობა ნარგის ნიგურიანს და მაია კახიანს!

ქუდზე კაცი ქართველებო! დაიცავით სვანეთი მანქურთებისგან!

ამჟამად სპეცდანიშნულების რაზმით არის გადაჭედილი მესტია!.”- წერს ფეისბუქში მესტიაში მცხოვრები მანანა საღლიანი.