ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია 8 მარტს 47 წლის გახდა. ერთადერთმა ქალიშვილმა მარიამ გრიგოლიამ მას ,,ფეისბუქით” მიულოცა.
,,ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. 47 წლის გახდა… ისევ ისეთია, ზუსტად ისეთი… მხიარული, ლამაზი, მიზანდასახული… როგორიც იყო ყოველთვის და ახლა ამ ყველაფერთან ერთად უფრო ძლიერიც დამიჯერეთ!
ცხოვრებაში დედაც იყო, მამაც და საუკეთესო მეგობარიც და ასე იქნება ყოველთვის.
ისე ძალიან მიყვარხარ, რომ შეუძლებელია, ამაზე ვისაუბრო.
გილოცავ, დე, დაბადების დღეს”, – დაწერა მარიამ გრიგოლიამ.

