მანანა მანჯგალაძე რამაზ საყვარელიძეს: „40 შეხვედრას რომ გამართავთ დღეში, მერე გამომიარეთ“

მანანა მანჯგალაძე რამაზ საყვარელიძეს: „40 შეხვედრას რომ გამართავთ დღეში, მერე გამომიარეთ“გადაცემა ,,ნანუკას შოუში“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს პიარი არ ჰქონდა აწყობილი.

მის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესპიკერი მანანა მანჯგალაძე და სოციალურ ქსელში დაწერა:
“სუსტი პიარი ჰყავდაო მიშასო, ბატონმა რამაზმა. რა ვიცი, 13 კაცი ვაკეთებდით 24 საათის განმავლობაში ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში. ჰაერიდან ..წყლიდან .. ფბ, ვებ გვერდი და თან არარსებული რეჟიმით… შესრულება ხომ უნდოდა ამ ყველაფერს? .. რა გითხრათ აბა დღეს, რამდენი თანამაშრომელი ჰყავთ, დათვალეთ პრ -ში? და შეადარეთ. 40 შეხვედრას რომ გამართავთ დღეში, მერე გამომიარეთ… ბატონმა რამაზმა რატომ ვეღარ იმუშავა, ესეც საინტერესოა“.