მაია ორჯონიკიძე: „რევოლუცია აუცილებელია, ივანიშვილს ეშინია მხოლოდ ქუჩის“

მაია ორჯონიკიძე: „რევოლუცია აუცილებელია, ივანიშვილს ეშინია მხოლოდ ქუჩის“მხატვარი მაია ორჯონიკიძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:

„რევოლუცია სრულიად პრაგმატული რამაა. უფრო სწორად-ისტორიული აუცილებლობაა მაშინ,როდესაც ყველა სხვა ლეგიტიმური გზა დახშულია,თორემ გაგიხარია-რა ჯობია არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას,მაგრამ ამ მოცემულ მონაკვეთში ეს უტოპიად მიმაჩნია სამწუხაროდ.
ივანიშვილს არჩევნების არ ეშინია,ივანიშვილს ეშინია მხოლოდ ქუჩის.
2016 წლის “არჩევნები” ამის კლასიკაა-ნაწილი შეაშინეს,ნაწილი მოისყიდეს და სხვაგან უბრალოდ საარჩევნო უბნები დაარბიეს-სადაც წააგეს.
იმ პირობებში,როდესაც შსს,პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის ხელშია,არჩევნებში მისი წაგება იმაზე არანაკლები უტოპიაა,ვიდრე არსებულ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება.
რეალობა ასეთია-არ გვიტოვებს ბიძინა სხვა შანსს,თუმცა არც რევოლუციის წინაპირობებია დღეს ქვეყანაში.არც რევოლუცია ხდება თავისთავად,მას სამი აუცილებელი პირობა სჭირდება-მოსახლეობის კრიტიკული მასის უკმაყოფილება,ქარიზმატული ლიდერი და ფული.
აქედან რომელი გვაქვს მოცემულ ისტორიულ მონაკვეთში?
არცერთი.
ბედნიერი ვიქნებოდი-ივანიშვილის არჩევნებით წასვლის მინიმალურ ალბათობას რომ ვხედავდე.ეს ალბათობა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი-თუ მოხდა დიდი გეოპოლიტიკური ძვრები,ასეთ შემთხვევაში პირიქით-სრულიად რეალურია რომ ივანიშვილმა ძალაუფლება დათმოს უსაფრთხოების სანაცვლოდ ან სულაც ამ პირობის გარეშე.
ასეთ საგარეო ძვრებს მიეკუთვნება რუსეთში არსებული ხელისუფლების შეცვლა,შეერთებული შტატების მხრიდან ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ძლიერი ზეწოლა და ა.შ.
ესაა ერთადერთი გამონაკლისი,ამ რეჟიმის შეცვლის შიდა რესურსი კი,გარდა საყოველთაო სახალხო ამბოხისა-ჩემი აზრით დღეს არ არსებობს.
მაინც მგონია,რომ უახლოეს მომავალში გეოპოლიტიკური ძვრები მოხდება,რაც ბიძინას და მის რეჟიმს გააქრობს ჩვენი პოლიტრეალობიდან,სხვა-შიდა რესურსი კი ამ ეტაპზე უბრალოდ არ არსებობს-ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებით შეცვლას არ ექვემდებარება“.