ლალი მოროშკინა გუდაურში მომხდარ ინციდენტს კუნძულ გოადან ასე გამოეხმაურა:
”გული არ მითმენს, გუდაურის ინციდენტს არ გამოვეხმაურო… აგერ აქ, ტურისტულ გოაზე უამრავი შემთხვევა მომხდარა,
სადაც ხან დაიხრჩო ტურისტი, ხან ავადსახსენებელმა “ნარკატამ” გაუშვა იმ ქვეყნად, ხან გველმა უკბინა და ხან წყალმა მოწამლა, მაგრამ არცერთ გოელს ამაზე არ აუფეთქებია სოცქსელი და არ აუტეხავს ვიშვიში, რომ გოელებს ღმერთი გვსჯისო…
არა!
უღიმიან ტურისტებს,
ამდიდრებენ საკუთარ მხარეს და
არ საუბრობენ უბედურ შემთხვევებზე!!!
ასე რომ, ძვირფასებო, სალამი გოადან, რომელიც ვერც ჩანჩქერით გაგვაოცებს, ვერც ინფრასტრუქტურით, ვერც კულტურით და ვერც ტყე–პარკებით…”
ლიდერი

